Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სიმპოზიუმი

29 ოქტომბერს MACC (მედიკოს კურსდამთავრებულთა კარიერული კლუბი)-ის ორგანიზებით, თსუ მედიცინის ფაკულტეტსა და ონკოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის კათედრასთან ერთად  ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების მიზნით სტუდენტური სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმს მიზნად ისახავდა დარგის სიახლეების, კვლევებისა და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცოდნის ამაღლებას და ადვოკატირებას. სტუდენტებმა წამოადგინეს საინტერესო მოხსენებები, გამართეს დისკუსია ძუძუს კიბოს შესახებ მნიშვნელოვანი კვლევების ირგვლივ. სტუდენტებმა და მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინეს საუკეთესო მომხსენებლები, დისკუსიის აქტიური მონაწილეები, ფოტონომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები და საპატიო სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.